ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

საახალწლო ფასდაკლება

საახალწლო ფასდაკლება უკვე დაიწყო. ნებისმიერ შენაძენზე მიიღეთ გათამაშების ბილეთი და საჩუქრები, 250 ლარზე 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, ხოლო ყოველი მე_1000 მყიდველი დასაჩუქრდება.

IMG

ფასდაკლება

აქცია ,,იღბლიანი #მე1000 მომხმარებელი'' გრძელდება. გვესტუმრეთ ნებისმიერ ფილიალში, გახდით #მე1000 მომხმარებელი და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი არომატი.

CLOSE

სიახლეები

IMG

საახალწლო ფასდაკლება

ვრცლად
CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2 20 17 17
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Haute protection Cleanance solaire SPF 30

AVENE

Haute protection Cleanance solaire SPF 30

აკნესკენ მიდრეკილი და ნებისმიერი ტიპის კანის მზისგან დამცავი საშუალება მდფ 30    50მლ; -ქლინანს მზისგან დამცავი  სპეციალურად განკუთვნილია აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის ან ნებისმიერი ტიპის კანისთვის, რომელსაც უწევს ხანგრძლივად მზეზე ყოფნა.მაღალი დაცვის მქონე საშუალება იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან პიერ ფაბრის ლაბორატორიაში შექმნილი ექსკლუზიური ფორმულების წყალობით - • მისი ფოტოდამცავი კომპლექსი  ოპტიმიზირებული, მდგრადი და ეფექტურია ხანგრძლივი დროის მანძილზე. ის იცავს კანს UVB და აგრეთვე UVA გრძელი და მოკლე გამოსხივებისგან• პრეტოკოფერილი, რომელიც არის E ვიტამინის წინამორბედი და ძლიერი ანტი ოქსიდანტი, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს• ავენის თერმული წყალი განაპირობებს მის დამამშვიდებელ და გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებებს. ის ძლიერ წყალმდეგია.E• თუთიის გლუკონატი ამშვიდებს კანს, ხოლო ჩუცურბიტა პეპო  B- ექსტრაქტი ცხიმის მარეგულირებელი აქტივების წყალობით აძლევს კანს ხავერდოვან ელფერს.მისი წყალგამძლე, თხევადი და მსუბუქი ტექსტურა იცავს, ატენიანებს ყველა ტიპის და აკნესკენ მიდრეკილ კანს.არის ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური.გამოყენება: წაისვით კრემი მზეზე გასვლის წინ (საშუალოდ ტუმბოზე 7-ჯერ დაჭერით) სახისა და კისრის კანზე და პერიოდულად განაახლეთ მისი წასმა. მოერიდეთ პროდუქტის თვალში მოხვედრას.