ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

Pupa

ქალბატონებისთვის ლამაზი და მოვლილი ფრჩხილები უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენს . სწორედ ამიტომ ისი-პარი კვლავაც ახალ აქციას გთავაზობთ . შეიძინეთ PUPA_ს ნებისმიერი ლაქი და მიიღეთ დამატებით საჩუქარი.

IMG

Bourjois

Bourjois საშემოდგომო აქცია!!! შეიძინეთ Bourjois ნებისმიერი 3 პროდუქტი და აირჩიეთ საჩუქარი

1 2
CLOSE

სიახლეები

CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2201716
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Antirougeur FORT

AVENE

Antirougeur FORT

ანტირუჟერ ფორტი – კუპეროზისკენ მიდრეკილი კანის დამხმარე კონცენტრატი 30მლ;        ჰიპოალერგიული და არაპარფიუმირებული  კრემი ლოკალური სიწითლის, მცირე ზომის ხილული სისხლძარღვების და კანის დიკომფორტის დროს. მისი სწრაფად მოქმედი ფორმულა, კონცენტრირებული ძირითადი ინგრედიენტებით, მიზანმიმართულად  აღმოფხვრის ლოკალურ სიწითლეს, ამშვიდებს კანს და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას. რუსკუსის ექსტრაქტი სრულყოფს კანის მიკროცირკულაციას. ამცირებს დიფუზურ სიწითლეს, ხოლო დროებით სიწითლეს აიშვიათებს. ავენის თერმული წყალი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამშვიდებს გაღიზიანების შეგრძნებას პირველივე ჯერზე. კონცენტრატი ატენიანებს კანს და უქმნის კომფორტს მგრძნობიარე ადგილებს. გამოყენება: წაისვით დილით და/ან საღამოს გაღიზიანებულ და შეწითლებულ არეებზე .(ლოყები და ცხვირის ფრთები) ატენიანებს კანის ზედა შრეებს.