ლიპიდების შემცველი გამწმენდი (დასაბანი) ზეთი ატოპიური დერმატიტის და ქავილის დროს - 400მლ; ქსერა ქალმის ზეთის ფორმულა შეიქმნა მინიმალური ინგრედიენტების გამოყენებით. ძალიან ნაზი საპნის გარეშე გამწმენდი ბაზა ასუფთავებს კანს და იცავს მას გამოშრობისგან. I-modulia აცხრობს სიმშრალით გამოწვეული ქავილის შეგრძნებას და ამშვიდებს კანის ჰიპერრეაქტიულობით გამოწვეულ სიწითლეს და გაღიზიანებას. CER OMEGA -კანის ლიპიდების მსგავსი ლიპიდი - კვებავს, აღადგენს და ამაგრებს კანის დამცავ ჰიდროლიპიდურ გარსს. შედეგად კანი ხდება უფრო გამძლე გარემოს აგრესიული პირობების მიმართ. ავენის თერმული წყალი - თავისი დამამშვიდებელი და გაიზიანების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ამცირებს კანზე დისკომფორტის შეგრძნებას და ანაზებს მას. არ შეიცავს პარფიუმს, ალკოჰოლს და მღებავ ნივთიერებებს. შედეგად კანს აქვს კომფორტის შეგრძნება, დამშვიდებული და მთლიანად დაცული. აცხრობს ქავილის შეგრძნებას არის ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური. გამოყენება: გადმოიტანეთ ზეთი სველ ხელზე და ნაზად წაისვით სხეულზე და სახეზე, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. არ გამოიყენოთ უხეში ღრუბელი. აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ წაისვით ქსერა ქალმის კრემი ან ბალზამი.