პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო საშუალება ნორმალური, კომბინირებული კანისთვის- 30მლ; დე- პიგმენტი განკუთვნილია ნორმალური, კომბინირებული კანისთვის, რომელიც ხელს უწყობს ლოკალური და გაფანტული ყავისფერი ლაქების გაფერმკრთალებას, ალაგებას და კანის ფერის გათანაბრებას. ის შეიცავს სიპრიალის საწინააღმდეგო ფხვნილს, რომელიც ანაზებს კანს და ანიჭებს ხავერდოვნებას. თერმული წყლის ბაზაზე დამზადებული პროდუქტი შეიცავს 3 აქტიურ ინგრედიენტს: მელანიდი – ამცირებს მელანინის(პიგმენტი) წარმოქმნას; რეტინალდეჰიდი – ხელს უწყობს ჭარბი მელანინის გამოყოფას კანიდან; პრეტოკოფერილი - E ვიტამინის წინამორბედი (ძლიერი ანტიოქსიდანტი) –იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, რის შედეგადაც მცირდება ჭარბი მელანინის სინთეზი. არ შეიცავს პარაბენს და პარფიუმს არის ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური. -გამოყენება: წაისვით ყოველ საღამოს შესაბამის არეებზე (სახე, ხელები, დეკოლტე). ძალიან მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, მკურნალობის საწყის ეტაპზე, პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი წვა და აქერცვლა. ასეთ დროს ის უნდა გამოიყენოთ ყოველ მეორე დღეს. ხოლო დღისით აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები, რათა თავიდან აიცილოთ ახალი პიგმენტური ლაქების წარმოქმნა და ხელი შეუწყოთ უკვე არსებული ლაქების გაუფერულებას. არ გამოიყენოთ თვალის გარშემო კანისთვის.