ჩვენ შესახებ


დღეს ისი-პარის ქსელში 20 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი-პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი-პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

საახალწლო გათამაშება და ფასდაკლება დაიწყო!

ისი-პარის ტრადიციული საახალწლო გათამაშება დაიწყო! ეწვიეთ ისი-პარის 1 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით და მიიღეთ: 20-40% ფასდაკლება, საჩუქრები შენაძენის მიხედვით, ყოველ დახარჯულ 200 ლარზე 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, ყოველ დახარჯულ 50 ლარზე 1 გათამაშების ბილეთი და შანსი მოიგოთ: 5000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, 1000 ლარიანი ხელფასი 1 წლის მანძილზე, მოგზაურობა პარიზში 2 პერსონაზე, Toyota C-HR.

IMG

6-7-8 დეკემბერი Sisley-ის ერთგული მომხმარებლის დღეებია!

-30% ფასდაკლება და საჩუქრები შენაძენის მიხედვით Sisley-ის ყველა პროდუქტზე მთელს ქსელში. ასევე, კანის დიაგნოსტიკა, ხელის მასაჟი, სახის მასაჟი და მაკიაჟი მხოლოდ 3 ფილიალში: 6 დეკემბერი ჭავჭავაძის გამზ. #11 – 0322250042 7 დეკემბერი ვაჟა-ფშაველას გამზ. #20 – 0322311808 8 დეკემბერი პეკინის ქ. #11 – 0322375168 პროცედურებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ფილიალს

CLOSE

სიახლეები

IMG

კანის დიაგნოსტიკა "ისი-პარი"-ში

ვრცლად
IMG

Calvin Klein Women

ვრცლად
IMG

განახლებული ფილიალი ქუთაისში

ვრცლად
CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2 20 17 17
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Tolerance Extreme creme

AVENE

Tolerance Extreme creme

ტოლერანს ექსტრემის კრემი - ჰიპერმგრძნობიარე, ძლიერ გაღიზიანებული, დაზიანებული, ალერგიული კანისთვის 50მლ;   Tolerance Extreme-ის ხაზი სპეციალურად შექმნილია კანისთვის რომელიც ალერგიულია სტანდარტული, ტიპიური კოსმეტიკის მიმართ ზოგადად ალერგიულია მკვეთრად გაღიზიანებულია (სიწითლე, ქავილი, დაჭიმულობა) ქირურგიული პროცედურების შემდეგ (ლაზერი, პილინგი და ა.შ.) საჭიროებს მოვლას ტოლერანს ექსტრემის ხაზისთვის სპეციალურად შერჩეულია გასუფთავებული ინგრედიენტები, რომლებიც უზრუნველყოფს კანის ოპტიმალურ უსაფრთხოებას მისი მოთხოვნის შესაბამისად. ტოლერანს ექსტრემის ხაზი ეს არის სიახლე დერმოკოსმეტიკაში, რომელიც აერთიანებს ორ უნიკალურ და პატენტირებულ ტექნოლოგიას: I უნიკალური ტექნოლოგიური პროცესი E.თ.შ.(Eხტრემე თოლერანცე შყსტემ), რომელიც არის გარანტია: - პარფიუმის, კონსერვანტების და ემულგატორების გარეშე. - მინიმალური რაოდენობით სტერილური, გასუფთავებული ინგრედიენტების შემცველობა. - წარმოების სტერილური პირობები II ექსკლუზიური D.E.F.I (Dევიცე ფორ Eხცლუსივე Fორმულა Iნტეგრიტყ) სისტემა ეს არის მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა სტერილურ გარემოში შემუშავებული ფორმულა მაქსიმალურად სტერილურად იყოს დაცული. Aახალი დოზატორი იმდენად ვიწროა, რომ გამორიცხავს შიგთავსის დაბინძურების რისკს. შემადგენლობა: ავენის თერმული წყალი, გლიცერინი, საფლორის ზეთი, პარაფინის ზეთი და ციკლომეთიკონი, სქვალანი, ტიტანიუმის დიოქსიდი, გლიცეროლის სტეარატი და კარბომერის სოდა მარილი დანიშნულება: ჰიპერმგრძნობიარე და ალერგიული კანი, კანი რომელიც ვერ იტანს სტანდარტულ კოსმეტიკას, მწვავე გაღიზიანება (სიწითლე, დაჭიმულობა, ქავილი), ქირურგიული პროცედურების შემდგომ (ლაზერი, პილინგი...) გამოყენება: დაიტანეთ დილით და საღამოს თითების წრიული მოძრაობებით, შემდეგ მოიწმინდეთ ნაზად ბამბის ტამპონით შეზელვის გარეშე. დაიმშვიდეთ კანი ავენის თერმული წყლით, შემდეგ დაიტანეთ ტოლერანს ექსტრემის კრემი, რომელიც შესანისნავი ბაზაა მაკიაჟისთვის. გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი და ტესტირება ალერგიაზე. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. სერტიფიცირებულია. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე. დამზადებულია საფრანგეთში. პიერ ფაბრი, ავენის დერმატოლოგიური ლაბორატორია, 45 აბელ განსის მოედანი,921000 ბულონი-პარიზი.