ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

Pupa

ქალბატონებისთვის ლამაზი და მოვლილი ფრჩხილები უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენს . სწორედ ამიტომ ისი-პარი კვლავაც ახალ აქციას გთავაზობთ . შეიძინეთ PUPA_ს ნებისმიერი ლაქი და მიიღეთ დამატებით საჩუქარი.

IMG

Bourjois

Bourjois საშემოდგომო აქცია!!! შეიძინეთ Bourjois ნებისმიერი 3 პროდუქტი და აირჩიეთ საჩუქარი

1 2
CLOSE

სიახლეები

CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2201716
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Cicalfate Creme

AVENE

Cicalfate Creme

აღმდგენი, ანტიბაქტერიული კრემი 40მლ; -კრემი განკუთვნილია მგრძნობიარე, გაღიზიანებული და დაზიანებული კანისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კანზე ასევე ლორწოვან გარსზე ნებისმიერ ასაკში: კანის შესახორცებლად, გაღიზიანებული დერმატიტის, პერიორალური დერმატიტის, ანგულარული სტომატიტის, ლიქენის, საფენით გამოწვეული დამწვრობის (გამოყელვა), ჭრილობის, მზისგან გამოწვეული დამწვრობის დროს. აქვს ბაქტერიოციდული, ბაქტერიოსტატური და ფუნგოსტატური მოქმედება. გამოიყენება აგრეთვე ანუსზე ნახეთქის დროს. არ გამოიყენება სველი დაზიანების დროს. ასეთ შემთხვევაში ჯერ დაიმუშავეთ კანი სიკალფატის ლოსიონით და მხოლოთ დაზიანების მოშრობის შემდეგ წაისვით სიკალფატის კრემი. არ შეიცავს პარფიუმს და კონსერვანტებს. არის ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური. -გამოყენება: წაისვით დღეში 1 ან 2-ჯერ სახისა და სხეულის სუფთა, მშრალ კანზე, აგრეთვე ლორწოვანზე. მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერ ასაკში ახალშობილობის პერიოდიდან. გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი და ტესტირება ალერგიაზე.