დღეს ისი-პარის ქსელში 19 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი-პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.
ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...
ისი-პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.
დაბადების დღე თებერვალში გაქვთ? იუბილარების აქცია გრძელდება! იუბილე წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა თითოეული ადამიანისთვის, ამიტომ თებერვლის იუბილარებს ისი-პარი გთავაზობთ 25% ფასდაკლებას. ეწვიეთ ისი-პარის ნებისმიერ ფილიალს დაბადების დღიდან 7 დღის განმავლობაში პირადობის მოწმობით და მიიღებთ 25% ფასდაკლებას შენაძენზე. ასევე საჩუქრად გადმოგეცემათ ისი-პარის 5%-იანი ფასდაკლების ბარათი ნებისმიერ შენაძენზე. 10% ფასდაკლების ბარათი 400 ლარის შენაძენზე. 20% ფასდაკლების ბარათი 1000 ლარის შენაძენზე.
აჩუქეთ საყვარელ ადამიანს კიდევ ერთი სასიამოვნო მოგონება ისი-პარისთან ერთად! ვალენტინობასთან დაკავშირებით 11-14 თებერვალს გთავაზობთ 20-40% ფასდაკლებას თითქმის სრულ ასორტიმენტზე. ასევე, 25%_იანი ფასდაკლების ვაუჩერს ყვავილების მაღაზია “ამელი”-სგან 100 ლარიან შენაძენზე. ხოლო 13-14 თებერვალს ყოველ დახარჯულ 200 ლარზე ისი-პარის სილამაზის ცენტრის 25%_იან ვაუჩერს მიიღებთ. 14 თებერვალს კი 250 ლარის შენაძენზე საჩუქრად გთავაზობთ მაკიაჟს. ეწვიეთ ისი-პარის, შეიძინეთ საჩუქარი, გალამაზდით და ხელს ყვავილების ულამაზესი თაიგულიც გააყოლეთ. მიიღეთ ყველაფერი 1 ადგილას. გელით!
ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული ს
კომპანია ‘ისი-პარი’_მ მორიგი პრესს ღონისძიება მოაწყო, სადაც მოწვეულ ჟურნალისტებს Cartier_ს თავბრუდამხვევი სიახლე “ Baiser FOU “ გააცნო. როგორც კომპანიის პიარ-მენეჯერმა ხატია შამუგიამ აღნიშნა, სუნამოში შემავალ ინგრედიენტთა სინთეზი უნიკალურია და არომატიც შესაბამისად მომაჯადოვებელი . Cartier_ს ექსკლუზიურმა პარფიუმერმა Mathilda Laurent_მა ამ სუნამოში ფერადი, არომატული ორქიდეა და თეთრი შოკოლადი გამოიყენა და შეიქმნა არომატი, რომელიც ძვირფასი სამკაულივით ედება ქალის სხეულს.
სუნამო წარმოდგენილია 30, 50, 100 მლ შეფუთვით.
თუ გრძნობთ, რომ თქვენი კანი დახმარებას საჭიროებს და არ იცით მოვლის რომელი საშუალება შეიძინოთ, ჩვენ დაგეხმარებით ამ პრობლემის გადაჭრაში.
ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით ჩვენი კონსულტანტები ზუსტად დაადგენენ რას საჭიროებს თქვენი კანი, და ინდივიდუალურად შეგირჩევთ მოვლის საშუალებებს.
ნებისმიერი მოვლის საშუალების შეძენისას კანის დიაგნოსტიკა უფასოა.
Calvin Klein Women შემუშავდა ერთი ფუნდამენტური იდეით: გაეცოცხლებინა დღევანდელი ქალის არსი და მათი შთაგონების წყარო. ეს არომატი გახლავთ Raf Simons-ის პირველი პროექტი კრეატიული დირექტორის პოზიციაზე.
ეს არომატი ძნელია მივაკუთვნოთ რომელიმე სურნელოვან ოჯახს, რადგან ეს მერქნოვან-ყვავილოვანი სუნამო არ მიუყვება მიღებულ წესებს- იგი აყალიბებს ახალ ტრენდს.
მკვეთრი მოდური სამყარო. Sham'n Fashion edt 50 ml - ხილის, ყვავილის და კვიპროსის არომატით - მოდური, თავისუფალი მანდილოსნებისათვის. ზედა ნოტა - ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი; შუა ნოტა - ვარდი, ჟასმინი, ლილია, ატამი და ქლიავი ქვედა ნოტა - პაჩული, სანდალი, ბენზოინი, ქარვა, მუსკუსი; ვანილი;