ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 20 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

საზაფხულო ფასდაკლება

31 აგვისტოს ჩათვლით ეწვიეთ ისი-პარის მაღაზიათა ქსელს და მიიღეთ 25-60% ფასდაკლება ფართო ასორტიმენტზე.

IMG

აქცია Bourjois-სგან

30 ივლისის ჩათვლით შეიძინეთ Bourjois 2 პროდუქტი და აირჩიეთ საჩუქარი: მარაო, სათვალე ან პასპორტის ჩასადები.

1 2 3
CLOSE

სიახლეები

IMG

დაიწყეთ ახალი წელი CHANEL-ის სტილში!

ვრცლად
CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2 20 17 17
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

La Vie Est Belle edt

LANCOME

La Vie Est Belle edt

ეს არის ელეგანტური ყვავილოვანი არომატი, შერწყმული კარამელის ნოტებთან. ირისის დუეტი მაგნოლიასთან არომატს შეუდარებელი სინაზის და ბედნიერების შეგრძნებას მატებს. ძვირფასი ჟასმინის აბსოლუ და ფორთოხლის ყვავილის ექსტრაქტი მსუბუქად ერწყმის მგრძნობიარე ფაჩულის. არომატს მიმზიდველს და დახვეწილს ქმნის  ნუშის კარამელის და ვანილის  სინთეზი. შეუძლებელია არ გამოიწვიოს მოწონება და ოვაცია ნაზმა ყვავილოვან- აღმოსავლურმა არომატმა რომელიც ახალი იმედების ჩასახვას და ცხოვრების სიყვარულს პირდება ყველა ქალბატონს. ბრწყინვალე ბედნიერი ღიმილის შეგრძნებას ამძაფრებს დახვეწილი, თანამედროვე ფლაკონი, რომელიც ბედნიერების და თავისუფლების სიმბოლოა არომატში.