ჩვენ შესახებ


დღეს ისი-პარის ქსელში 19 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი-პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი-პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

მარტის იუბილარების აქცია

დაბადების დღე მარტში გაქვთ? იუბილარების აქცია გრძელდება. იუბილე წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა თითოეული ადამიანისთვის, ამიტომ მარტის იუბილარებს ისი პარი გთავაზობთ 25% ფასდაკლებას. ეწვიეთ ისი პარის ნებისმიერ ფილიალს დაბადების დღიდან 7 დღის განმავლობაში პირადობის მოწმობით და მიიღებთ 25% ფასდაკლებას შენაძენზე. თქვენ ასევე შეძლებთ ყველა დამატებითი აქციებით ისარგებლოთ 1-10 მარტის განმავლობაში. მარტის აქციაზე ინფორმაციისთვის ეწვიეთ: goo.gl/SzWJcF ასევე საჩუქრად გადმოგეცემათ ისი-პარის 5%-იანი ფასდაკლების ბარათი ნებისმიერ შენაძენზე. 10% ფასდაკლების ბარათი 400 ლარის შენაძენზე. 20% ფასდაკლების ბარათი 1000 ლარის შენაძენზე.

IMG

აპრილის იუბილარების აქცია

დაბადების დღე აპრილში გაქვთ? იუბილარების აქცია გრძელდება! იუბილე წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა თითოეული ადამიანისთვის, ამიტომ აპრილის იუბილარებს ისი-პარი გთავაზობთ 25% ფასდაკლებას. ეწვიეთ ისი-პარის ნებისმიერ ფილიალს დაბადების დღიდან 7 დღის განმავლობაში პირადობის მოწმობით და მიიღებთ 25% ფასდაკლებას შენაძენზე. ასევე საჩუქრად გადმოგეცემათ ისი-პარის 5%-იანი ფასდაკლების ბარათი ნებისმიერ შენაძენზე. 10% ფასდაკლების ბარათი 400 ლარის შენაძენზე. 20% ფასდაკლების ბარათი 1000 ლარის შენაძენზე.

CLOSE

სიახლეები

IMG

კანის დიაგნოსტიკა "ისი-პარი"-ში

ვრცლად
IMG

Calvin Klein Women

ვრცლად
IMG

განახლებული ფილიალი ქუთაისში

ვრცლად
CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2 20 17 17
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Chloe Fleur de Parfum

CHLOE

Chloe Fleur de Parfum

ეს არის ლეგენდარული „Chloe eau de Parfume“- ის ახალი ინტერპრეტაცია - ახალი გრილი ყვავილოვანი სუნამო. იგი ისეთივე ულტრა ფრანგული შიკის მატარებელია, რომელიც ზოგადად Chloe –ს ყველა არომატთან ასოცირდება. არომატი -თითქოს ფლაკონიდან ამოფრქვეული ყვავილოვანი ბუკეტი, ნაზი და დახვეწილია. ვარდის ბარხატოვანი შეხება ვიბრირებს ხილისებრ თბილ აკორდში. შემადგენლობა: ვერბენი, ბერგამოტი, გრეიფურტი,ბარხატოვანი ვარდი, ალუბლის ყვავილი, შავი მოცხარი, ატამი, თეთრი კედარი , თეთრი მუშკი.