ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

მამების დღე

მიულოცეთ თქვენს საყვარელ მამაკაცებს მამების დღე! 11-17 ივნისს გთავაზობთ 20-40% ფასდაკლებას, სრულ ასორტიმენტზე.

IMG

იტალიური ივნისი

მიიღეთ 20-40% ფასდაკლება იტალიური ბრენდების: Armani, Benetton, Bvlgari, Byblos, Dolce & Gabbana, Gucci, Missoni, Moschino, Prada, Pupa, Roberto Cavalli, Valentino, Versace_ს ყველა პროდუქტზე ისი-პარის მთელს ქსელში.

1 2
CLOSE

სიახლეები

IMG

დაიწყეთ ახალი წელი CHANEL-ის სტილში!

ვრცლად
CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2 20 17 17
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Deeply Purifying Mask

SISLEY

Deeply Purifying Mask

მსოფლიოში ნომერი პირველი ფრანგული ბრენდი კანის მოვლაში Sisley წარმოგიდგენთ ახალ ინოვაციურ ნიღაბს “Deeply Purifying Mask”, რომელიც უზრუნველყოფს სახის კანის მყისიერ გაწმენდას, მისი გამოშრობის გარეშე.  სიღრმისეული გაწმენდა  შესამჩნევად ამცირებს კანის ნაკლოვანებებს  ასუფთავებს და აღადგენს კანის ფერს  ამჭიდროვებს ფორებს  აუმჯობესებს კანის ტექსტურას  ასხივოსნებს  შეიწოვს ჭარბ ცხიმს  ანიჭებს კანს მქრქალ (მატის) ეფექტს დამატებითი ინგრედიეტები: ოროვანდის ფესვი ინარჩუნებს კანის ფლორას, ასუფთავებს და ამხნევებს მას. თეთრი თიხა შეიწოვს ჭარბ ცხიმს. მარმუჭის ფოთოლი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ხარისხს. ტექსტურა: რბილი, მსუყე კრემოვანი , გრილი არომატით. გამოყენების წესი: კვირაში 1-2_ჯერ დავიტანოთ სქელი ფენა, კარგად გასუფთავებულ კანზე, მოვარიდოთ თვალის გარშემო მიდამოებს. დავიტოვოთ 10 წთ და ფრთხილად ჩამოვიბანოთ წყლით. ასევე, მისი გამოყენება შესაძლებელია ლოკალურად, ნაკლოვანებებზე (ამონაყარზე) დასატანად, დაიტოვება მთელი ღამე.