ჩვენ შესახებ


დღეს ისი-პარის ქსელში 19 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი-პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი-პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

თებერვლის იუბილარების აქცია

დაბადების დღე თებერვალში გაქვთ? იუბილარების აქცია გრძელდება! იუბილე წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა თითოეული ადამიანისთვის, ამიტომ თებერვლის იუბილარებს ისი-პარი გთავაზობთ 25% ფასდაკლებას. ეწვიეთ ისი-პარის ნებისმიერ ფილიალს დაბადების დღიდან 7 დღის განმავლობაში პირადობის მოწმობით და მიიღებთ 25% ფასდაკლებას შენაძენზე. ასევე საჩუქრად გადმოგეცემათ ისი-პარის 5%-იანი ფასდაკლების ბარათი ნებისმიერ შენაძენზე. 10% ფასდაკლების ბარათი 400 ლარის შენაძენზე. 20% ფასდაკლების ბარათი 1000 ლარის შენაძენზე.

IMG

ვალენტინობა ისი-პარი-ში

აჩუქეთ საყვარელ ადამიანს კიდევ ერთი სასიამოვნო მოგონება ისი-პარისთან ერთად! ვალენტინობასთან დაკავშირებით 11-14 თებერვალს გთავაზობთ 20-40% ფასდაკლებას თითქმის სრულ ასორტიმენტზე. ასევე, 25%_იანი ფასდაკლების ვაუჩერს ყვავილების მაღაზია “ამელი”-სგან 100 ლარიან შენაძენზე. ხოლო 13-14 თებერვალს ყოველ დახარჯულ 200 ლარზე ისი-პარის სილამაზის ცენტრის 25%_იან ვაუჩერს მიიღებთ. 14 თებერვალს კი 250 ლარის შენაძენზე საჩუქრად გთავაზობთ მაკიაჟს. ეწვიეთ ისი-პარის, შეიძინეთ საჩუქარი, გალამაზდით და ხელს ყვავილების ულამაზესი თაიგულიც გააყოლეთ. მიიღეთ ყველაფერი 1 ადგილას. გელით!

CLOSE

სიახლეები

IMG

კანის დიაგნოსტიკა "ისი-პარი"-ში

ვრცლად