დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.
ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...
ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.
შეიძინე Bourjois ნებისმიერი პროდუქტი 90 ლარიდან და აირჩიე საჩუქარი.
14 და 15 აპრილს გეპატიჟებით COCO MADEMOISELLE-ის საღამოზე ბათუმში. Chanel -ის კონსულტანტები სპეციალურად თქვენთვის იზრუნებენ და შემოგთავაზებენ მაკიაჟს Coco Mademoiselle-ის სტილში. ასევე შეგირჩევენ იდეალურ პარფიუმერულ შტრიხს. მის: ქ. ბათუმი, ისი-პარი, გორგილაძის #88 (ბათუმი მოლი) ჩასაწერად დაგვიკავშირდით წინასწარ: +995 597 926433
ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული ს
კომპანია ‘ისი-პარი’_მ მორიგი პრესს ღონისძიება მოაწყო, სადაც მოწვეულ ჟურნალისტებს Cartier_ს თავბრუდამხვევი სიახლე “ Baiser FOU “ გააცნო. როგორც კომპანიის პიარ-მენეჯერმა ხატია შამუგიამ აღნიშნა, სუნამოში შემავალ ინგრედიენტთა სინთეზი უნიკალურია და არომატიც შესაბამისად მომაჯადოვებელი . Cartier_ს ექსკლუზიურმა პარფიუმერმა Mathilda Laurent_მა ამ სუნამოში ფერადი, არომატული ორქიდეა და თეთრი შოკოლადი გამოიყენა და შეიქმნა არომატი, რომელიც ძვირფასი სამკაულივით ედება ქალის სხეულს.
სუნამო წარმოდგენილია 30, 50, 100 მლ შეფუთვით.
19 სექტემბერს ”ისი-პარი"-მ Jean Paul Gaultier-ს Scandal-ის საოცრად სკანდალურ არომატს ყველაზე სკანდალური და მომაჯადოვებელი ღონისძიება მიუძღვნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტები, მოდისა და პარფიუმერიის ბლოგერები, იუთუბერები და ვლოგერები , რომელთაც საშუალება ჰქონდათ საქართველოში პირველები გაცნობოდნენ სკანდალურ სუნამოს.
გვეწვიეთ შანელის BEAUTY BAR-ში და მოირგეთ ახალი იმიჯი შანელის სტილში!
ღონისძიების დროს თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ კონსულტანციას შანელის კონსულტანტებისგან. ასევე გელით სასიამოვნო კომპლიმენტები ბრენდისგან!
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ დააზუსტოთ შანელის კონსულტანტებთან ისი პარის პეკინის ფილიალში, მისამართზე პეკინის ქუჩა 11. ტელ: 2375168; 579567788