ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

Missoni

მზე, ზღვა, გარუჯვა... სანუკვარი ოცნებების ახდენის სეზონი სწორედ ზაფხულია. სპეციალურად ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის "ისი-პარი"-ში აქციაა. შეიძინეთ მსოფლიოში ერთერთი ცნობილი იტალიური ფეშენ-ბრენდის MISSONI ნებისმიერი ორი პროდუქტი და საჩუქრად მიიღეთ ულამაზესი ზღვის ჩანთა MISSONI -ს თვალისმომჭრელი ფერებით. Ici Paris - 22 წელი თქვენი ერთგული თანამგზავრი! გაიფერადეთ ზაფხული ყველაზე მოდურ ბრენდთან ერთად.

IMG

Bourjois

აქციები არ წყდება "ისი-პარი"_ში❕ ეზიარეთ ზაფხულის ნეტარებას, გახდით უფრო მიმზიდველი და დახვეწილი . ბრენდი მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებელს. შეიძინე BOURJOIS ხარისხიანი და მრავალფეროვნი პროდუქცია (60 ლარიდან ზემოთ) და აირჩიეთ საჩუქარი . ისი პარი -თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო!

1 2 3
CLOSE

სიახლეები

CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2201716
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Toy

MOSCHINO

Toy

ეს სუნამო შექმნილია moschino-ს შემოქმედებითი დირექტორის - Jeremy Scott-ის მიერ.  იგი ერთის მხრივ  შთაგონებულია   ბრენდის დამაარსებელ  Franco Moschino-ს 1988  წლის კოლექციით, სადაც გამოყენებული იყო ცხოველების სხვადასხვა დეკორაციები. უდაოდ იუმორისტული, შექმნილი გონებით და შეფუთული იუმორით, TOY არის რევოლუციური პროდუქტი თავისი დიზანით და არომატით. Scott-ის მიერ წარმოდგენილი ფუმფულა დათუნია, შეიარაღებულია ღიმილით და მაისურით წარწერით „ ეს არ არის Moschino-ს სათამაშო“. დაატრიალეთ  დათუნიას მომღიმარი  სახე და  თქვენ აღმოაჩენთ ჯადოსნურ პულვილიზატორს  მის ტანში. TOY არის უნისექსი  არომატი, ციტრუსოვან, მერქნოვან, ყვავილოვანი აკორდებით. შემადგენლობა: იტალიური მანდარინი, ჯუნიფერი, კარდამონი, ბერგამოტი, ია, ასკილის და კუნელის ფურცლები, ლავანდა,მუსკატი,სანდალის , აკაციის ხე , ვანილის მარცვლები.