ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

საახალწლო ფასდაკლება

საახალწლო ფასდაკლება უკვე დაიწყო. ნებისმიერ შენაძენზე მიიღეთ გათამაშების ბილეთი და საჩუქრები, 250 ლარზე 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, ხოლო ყოველი მე_1000 მყიდველი დასაჩუქრდება.

IMG

50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი

„ისი-პარიში“ 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გაიცემა ყველა იმ პირზე, ვინც 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით ერთჯერადად, ნაღდი ფულით ან პლასტიკური ბარათით შეიძენს 250 ლარის ან მეტი ღირებულების პროდუქციას. ყოველ 250 ლარზე გაიცემა 1 ცალი 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია 2018 წლის 1 თებერვლიდან 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით. ვაუჩერი არ გაიცემა კორპორატიულ კლიენტებზე. ვაუჩერის ძირითად ნაწილზე და ყუაზე დატანილია იდენტური ნუმერაცია, რომელიც იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ვაუჩერს გაცემისას მოეხევა ყუა, რომელიც რჩება კომპანიაში, ხოლო განაღდებისას მოწმდება ვაუჩერის და ყუის ნუმერაციის იდენტურობა.

1 2
CLOSE

სიახლეები

IMG

საახალწლო ფასდაკლება

ვრცლად
CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2201716
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

La Nuit Eau Elecrique

YSL

La Nuit Eau Elecrique

Yves Saint Laurent წარმოგიდგენთ არომატს იმ მამაკაცისთვის, რომელიც „მსხვერპლს“ ღამის წვეულებებზე ეძებს. იგი საკუთარი ეგზოტიკური მიმზიდველი სხეულით ღამღამობით ჩნდება საზოგადოებაში. ამ მამაკაცს ინსტიქტები ამოძრავებს, ღამის ელექტრონული მუსიკა და ქალის ლამაზი სხეულის სითბო აღაგზნებს. YSL “LA NUIT DE L’HOMME EAU ELECTRIQUE ” ამ მამაკაცისთვის ღამე ყველაფერია შესაძლებელი, მას ვერაფერი შეაჩერებს! შემადგენლობა: ბერგამოტი, მანდარინი, ვაშლის აკორდი, შალფეი, გერანიუმი, ლავანდის აკორდი, ვანილი, ვეტივერი, კედარი და ფაჩული.