ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 20 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

საზაფხულო ფასდაკლება

31 აგვისტოს ჩათვლით ეწვიეთ ისი-პარის მაღაზიათა ქსელს და მიიღეთ 25-60% ფასდაკლება ფართო ასორტიმენტზე.

IMG

საჩუქრად - Bruno Banani Pure Man

კიდევ ერთი სიურპრიზი მაღაზიათა ქსელისგან “ისი-პარი”! თუ გინდა მიიღო საჩუქრად Bruno Banani Pure Man 30ML ან 50ML მოცულობით, მაშინ შეიძინე Bruno Banani, James Bond, Mexx-ის სუნამო 30ML ან 50ML მოცულობით +1 ნებისმიერი პროდუქტი მოცემული ბრენდებიდან და დასაჩუქრდი

1 2
CLOSE

სიახლეები

IMG

დაიწყეთ ახალი წელი CHANEL-ის სტილში!

ვრცლად
CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2 20 17 17
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Bloom

Bloom

წარმოგიდგენთ ყვავილოვან სუნამოს GUCCI BLOOM . ეს არის არომატი , რომელიც გიქმნით შეგრძნებას თითქოს ჯადოსნურ ბაღში სეირნობთ უნიკალური თეთრი ყვავილების სურნელისა და გასაოცარი ყვავილების თაიგულის თანხლებით და ეს ყოველივე თქვენში რომანტიულ შეგრძნებებს აღძრავს. ქალბატონი რომელიც ამ არომატს ატარებს მუდამ ახდენს საკუთარი ძლიერი ინდივიდუალური სტილის დემონსტრირებას . ეს არის ქალი, რომელიც სიამოვნებას თითოეული მომენტისგან იღებს . შემადგენლობა : ჩინური ცხრატყავა, რომელიც პირველად არის გამოყენებული პარფიუმერიაში, ჟასმინ სამბაკი და ტუბეროზა. GUCCI BLOOM - ყვავილოვანი ქმნილება,სრულყოფილების ერთი წვეთი!