ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

Good Girl

CAROLINA HERRERA წარმოგიდგენთ მორიგ საოცრებას. პირველად საქართველოში მიმზიდველი, თავბრუდამხვევი, სექსუალური, მომხიბვლელი, განსაკუთრებული და ერთადერთი საკუთარი მამაკაცისთვის, და ძლიერი ქალბატონის არომატის - „GOOD GIRL“_ის საკოლექციო ვერსია. ეს არის ბრენდის კომპლიმენტი, ქალბატონებისთვის, რომლებიც არიან და განუმეორებლები თავდაჯერებულები, ძლიერები და დამოუკიდებლები. სუნამოს ფლაკონის დიზაინი სწორედ ასეთ ქალბატონს გამოხატავს, სვაროვსკის თვლებით მორთული, კაშკაშა და მიმზიდველი, დახვეწილი და ექსკლუზიური. ეს სუნამო ერთადერთია საქართველოში და ექსკლუზიურად წარმოდგენილია მხოლოდ „ისი-პარი“_ს აღმაშენებლის 114 ნომერში მდებარე მაღაზიაში. „ჩააცვით ქალბატონს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ის დაიპყრობს სამყაროს.“ # ITS GOOD TO BE BAD

IMG

Dior, Guerlain, Givenchy

„ისი პარის“ ბათუმის ფილიალში 24 ივნისს „მაკიაჟის ფესტივალი გელით“! თქვენთვის სპეციალურად მოწვეული ვიზაჟისტები ისეთი ბრენდებისგან , როგორიცაა Dior, Guerlain, Givenchy პროფესიონალურ მაკიაჟს გაგიკეთებენ. ასევე შენაძენზე გელით კომპლიმენტები. მხოლოდ 24 ივნისს, მხოლოდ „ისი პარის“ ბათუმის ფილიალში ამ ბრენდებზე სპეციალური ფასები დაგხვდებათ. მის: გორგილაძის 88 (სავაჭრო ცენტრი „ბათუმი მოლი“). ტელ: 597926433

CLOSE

სიახლეები

CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2201716
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Cicalfate Creme main

AVENE

Cicalfate Creme main

კანის ბარიერის აღმდგენი ხელის კრემი 100მლ; კრემი განკუთვნილია ძალიან მშრალი, დამსკდარი, გაღიზიანებული ხელის კანისათვის, გამოწვეული სხვადასხვა აგრესიული გამღიზიანებლების მიერ(კლიმატური, საყოფაცხოვრებო) ის იცავს და აღადგენს ხელის დაზიანებულ კანს. უნიკალური ინგრედიენტი მიკრონიზირებული სუკრალფატი - სწრაფად აღადგენს დაზიანებულ ეპიდერმისს; სპილენძის და თუთიის სულფატების  კომბინაცია ამცირებს ბაქტერიების პროლიფერაციის რისკს; ავენის თერმული წყლით მდიდარი ხელის კრემი ამშვიდებს დაზიანებულ ეპიდერმისს, მისი კრემოვანი, მკვებავი ტექსტურა წასასმელად არის ადვილი და სწრაფად შეიწოვება კანში. წამისას ხდება გამჭვირვალე და წარმოქმნის კანზე დამცავ გარსს. არ შეიცავს პარფიუმს და კონსერვანტებს. არის ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური. გამოყენება: წაისვით მინიმუმ დღეში 2-ჯერ ხელის კანზე. განსაკუთრებული კონცენტრაციით წაისვით გაღიზიანებულ არეებზე.