ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

Missoni

მზე, ზღვა, გარუჯვა... სანუკვარი ოცნებების ახდენის სეზონი სწორედ ზაფხულია. სპეციალურად ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის "ისი-პარი"-ში აქციაა. შეიძინეთ მსოფლიოში ერთერთი ცნობილი იტალიური ფეშენ-ბრენდის MISSONI ნებისმიერი ორი პროდუქტი და საჩუქრად მიიღეთ ულამაზესი ზღვის ჩანთა MISSONI -ს თვალისმომჭრელი ფერებით. Ici Paris - 22 წელი თქვენი ერთგული თანამგზავრი! გაიფერადეთ ზაფხული ყველაზე მოდურ ბრენდთან ერთად.

IMG

Bourjois

აქციები არ წყდება "ისი-პარი"_ში❕ ეზიარეთ ზაფხულის ნეტარებას, გახდით უფრო მიმზიდველი და დახვეწილი . ბრენდი მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებელს. შეიძინე BOURJOIS ხარისხიანი და მრავალფეროვნი პროდუქცია (60 ლარიდან ზემოთ) და აირჩიეთ საჩუქარი . ისი პარი -თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო!

1 2 3
CLOSE

სიახლეები

CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2201716
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Tres haute protection Lait mineral SPF 50+

AVENE

Tres haute protection Lait mineral SPF 50+

ინტოლერანტული კანის ლოსიონი მდფ 50+ - ძალიან მაღალი დაცვა მზის მავნე გამოსხივებისგან 100მლ; 
-პროდუქტი შექმნილია ქიმიური ფილტრის გარეშე, არ შეიცავს პარფიუმს და პარაბენს და  განკუთვნილია მოზრდილებისა და ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ მგრძნობიარე კანი ქიმიური ფილტრების და პარფიუმის მიმართ. ლოსიონი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან პიერ ფაბრის ლაბორატორიაში შექმნილი ექსკლუზიური ფორმულების წყალობით:• მისი მინერალური ფილტრების კომპლექსი მდგრადი და ეფექტურია ხანგრძლივი დროის მანძილზე. ის იცავს კანს UVB და აგრეთვე UVA გრძელი და მოკლე გამოსხივებისგან• პრეტოკოფერილი, რომელიც არის E ვიტამინის წინამორბედი და ძლიერი ანტი ოქსიდანტი, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს• ავენის თერმული წყალი განაპირობებს მის დამამშვიდებელ და გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებებს. Bმისი წყალგამძლე, ოდნავ ტონირებული კრემოვანი ტექსტურა იცავს და ატენიანებს ინტოლერანტულ კანს.არის ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური.გამოყენება: წაისვით კრემი მზეზე გასვლის წინ (ცალ-ცალკე ზონებზე, ისე როგორც მითითებულია შეფუთვაზე) კანზე და პერიოდულად განაახლეთ მისი წასმა. მოერიდეთ პროდუქტის თვალში მოხვედრას