ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 20 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

საზაფხულო ფასდაკლება

31 აგვისტოს ჩათვლით ეწვიეთ ისი-პარის მაღაზიათა ქსელს და მიიღეთ 25-60% ფასდაკლება ფართო ასორტიმენტზე.

IMG

აქცია Bourjois-სგან

30 ივლისის ჩათვლით შეიძინეთ Bourjois 2 პროდუქტი და აირჩიეთ საჩუქარი: მარაო, სათვალე ან პასპორტის ჩასადები.

1 2 3
CLOSE

სიახლეები

IMG

დაიწყეთ ახალი წელი CHANEL-ის სტილში!

ვრცლად
CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2 20 17 17
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Sisleÿa Global Integral Extra-Riche

SISLEY

Sisleÿa Global Integral Extra-Riche

გლობალური დაბერების საწინააღმდეგო კრემი ძალიან მშრალი კანისთვის ინგრედიენტები: ურსოლის მჟავა, ვიტ A, B5, E, F ფიტოსტიმულინი, შიიტაკე, გინგკო, მარწყვ-ბალახა, ფიტოსკვალანი, მზესუმზირა, გლიკოლიპიდი, ლავანდის და მარჯორამის ეთერზეთები მოქმედება : ეს ეფექტური, დაბერების საწინააღმდეგო კრემი აწვდის კანს სრულ აღმდგენ კოქტეილს, აუმჯობესებს რა, კანის შეწოვისუნარიანობას იმგვარად, რომ კანი იღებს მაქსიმალურ შედეგს ფორმულიდან. კომპენსირებას უწევს ჰორმონალური დისბალანსის შედეგებს ( ფიტოსტიმულინი) და აძლიერებს კანის იმუნურ სისტემას (შიიტაკე), ძალიან ეფექტურად მუშაობს კანის განახლებაზე (ურსულის მჟავადა ვიტამინ A), კვებავს და ატენიანებს, კანი გამოიყურება ახალგაზრდად, ეპიდერმისი ტონიზირებული, გამკვრივებული და ელასტიურია, აქვს ერთგვაროვანი ფერი და კომფორტის შეგრძნება ტექსტურა : მსუბუქი ცხიმოვანი კრემი, განსაკუთებით კონცენტრირებულია სინერგიულად აქტიური ინგრედიენტებით გამოყენების წესი : დილას ან/და სარამოს, მთელი წლის განმავლობაში ან ინტენსიური კურსის სახით, სახეზე და ყელზე