ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

Bourjois

შეიძინე Bourjois ნებისმიერი პროდუქტი 90 ლარიდან და აირჩიე საჩუქარი.

IMG

Sachuqrebi

“ისი-პარი”-ში სიურპრიზები არ მთავრდება! 20-30 აპრილს შეიძინეთ Prada, Valentino ან Nina Ricci-ს ნებისმიერი პროდუქტი და მიიღეთ საჩუქარი შენაძენის მიხედვით. აქცია ვრცელდება მხოლოდ თბილისის ფილიალებში. შეგახსენებთ, რომ 30 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტის პერიოდში მიღებული 50 ლარიანი ვაუჩერი.

CLOSE

სიახლეები

IMG

დაიწყეთ ახალი წელი CHANEL-ის სტილში!

ვრცლად
CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2 20 17 17
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Le Lift Skin-Recovery Sleep Mask

CHANEL

Le Lift Skin-Recovery Sleep Mask

ღამის აღმდგენი ნიღაბი სახისა და დეკოლტესთვის. კანს არასდროს სძინავს. ღამითაც კი, ის მუდმივად ჩართულია თვითაღდგენის პროცესში. მაშინაც კი, როცა გვძინავს აღდგენითი მექანიზნი მუშაობს სრული დატვირთვით. ასე რომ, ზუსტად ეს არის იდეალური დრო, რომ სახეზე კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებები დავიტანოთ, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებს კანის დაბერების პროცესის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ სახეს,არამედ დეკოლტეს ზონას. ამ ადგილებში კანი განსაკუთრებით თხელია და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. CHANEL ის ექსპერტებმა სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს უფრო მრავალფეროვანი გაეხადათ ღამის ნიღბის საშუალებები LE LIFT Skin- Recovery Sleep Mask (LE LIFT კანის-აღმდგენი ძილის ნიღაბი) დაბერების საწინააღმდეგო სრულფასოვანი ღამის მოვლა ღამის აღმდგენი ნიღაბი სახისა და დეკოლტეს ზონისთვის LE LIFT Skin-Recovery Sleep Mask(LE LIFT კანის-აღმდგენი ძილის ნიღაბი) ებრძვის დაბერების ნიშნებს სახესა და დეკოლტეს მიდამოებში, ამავდროულად აღადგენს კანის სიგლუვესა და ელასტიურობას. მისი მოქმედებები დაფუძნებულია მთავარ ინგრედიენტებზე LE LIFT - გაერთიანებულია 3.5-DA (1), გამდიდრებული აბრეშუმის პროტეინებით. ღამის აღმდგენი ნიღაბი LE LIFT Skin-Recovery Sleep Mask (LE LIFT კანის-აღმდგენი ძილის ნიღაბი) უზრუნველჰყოფს კანის უწყვეტ დატენიანებას მთელი ღამის განმავლობაში. პირველივე დატანების შემდეგ კანი 14%-ით უფრო დასვენებულად გამოიყურება, სახის ნაკვეთები რბილდება, ნაოჭები კი 10%-ით ნაკლებად შესამჩნევია. მისი გამოყენებიდან სულ რაღაც 1 თვეში კანი 30%-ით აღდგება და 29%-ით უფრო ელასტიური ხდება.