ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

Missoni

მზე, ზღვა, გარუჯვა... სანუკვარი ოცნებების ახდენის სეზონი სწორედ ზაფხულია. სპეციალურად ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის "ისი-პარი"-ში აქციაა. შეიძინეთ მსოფლიოში ერთერთი ცნობილი იტალიური ფეშენ-ბრენდის MISSONI ნებისმიერი ორი პროდუქტი და საჩუქრად მიიღეთ ულამაზესი ზღვის ჩანთა MISSONI -ს თვალისმომჭრელი ფერებით. Ici Paris - 22 წელი თქვენი ერთგული თანამგზავრი! გაიფერადეთ ზაფხული ყველაზე მოდურ ბრენდთან ერთად.

IMG

Bourjois

აქციები არ წყდება "ისი-პარი"_ში❕ ეზიარეთ ზაფხულის ნეტარებას, გახდით უფრო მიმზიდველი და დახვეწილი . ბრენდი მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებელს. შეიძინე BOURJOIS ხარისხიანი და მრავალფეროვნი პროდუქცია (60 ლარიდან ზემოთ) და აირჩიეთ საჩუქარი . ისი პარი -თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო!

1 2 3
CLOSE

სიახლეები

CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2201716
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

XeraCalm AD Creme relipidante

AVENE

XeraCalm AD Creme relipidante

ატოპიური დერმატიტის სამკურნალო ლიპიდების შემცველი კრემი, რომელიც აცხრობს ქავილს- 200მლ; ლიპიდებით მდიდარი კრემი სპეციალურად ფორმულირებულია, როგორც საშუალო, ასევე ძლიერი სიმშრალის მქონე ახალშობილის, ბავშვის და ზრდასრულის ატოპიური დერმატიტისკენ მიდრეკილი  კანისთვის. ლიპიდების შემცველი ქსერა-ქალმის კრემის ფორმულა სპეციალურად შეიქმნა მინიმალური ინგრედიენტების გამოყენებით, რათა იყოს ეფექტური და უსაფრთხო. I-modulia აცხრობს სიმშრალით გამოწვეული ქავილის შეგრძნებას და ამშვიდებს კანის ჰიპერრეაქტიულობით გამოწვეულ სიწითლეს და გაღიზიანებას. CER-OMEGA  -კანის ლიპიდების მსგავსი ლიპიდი - კვებავს, აღადგენს და ამაგრებს კანის დამცავ ჰიდროლიპიდურ გარსს. შედეგად კანი ხდება უფრო გამძლე გარემოს აგრესიული პირობების მიმართ. ავენის თერმული წყალი - თავისი დამამშვიდებელი და გაიზიანების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ამცირებს კანზე დისკომფორტის შეგრძნებას და ანაზებს მას. მისი ფორმულა, სხვა ავენის ახალი თაობის კრემების მსგავსად, არის შექმნილი სტერილური კოსმეტიკის მეთოდით, რაც იმას ნიშნავს რომ ის არის აბსოლუტურად სტერილური და სტერილური რჩება გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეიცავს პარფიუმს, ალკოჰოლს და მღებავ ნივთიერებებს. შედეგად კანს აქვს კომფორტის შეგრძნება, დამშვიდებული და მთლიანად დაცული. 0% კონსერვანტი, 0% პარაბენი, 0% პარფიუმი, 0% ალკოჰოლი. არ შეიცავს პარფიუმს და პარაბენს. არის ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური.  გამოყენება: წაისვით სახისა ან/და სხეულის სუფთა კანზე  1 ან 2-ჯერ დღეში. გამოყენების შემდეგ მოაცილეთ ტუბს კრების ნარჩენები და დაახურეთ თავი.