ჩვენ შესახებ


დღეს ისი-პარის ქსელში 20 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი-პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი-პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

საახალწლო გათამაშება და ფასდაკლება დაიწყო!

ისი-პარის ტრადიციული საახალწლო გათამაშება დაიწყო! ეწვიეთ ისი-პარის 1 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით და მიიღეთ: 20-40% ფასდაკლება, საჩუქრები შენაძენის მიხედვით, ყოველ დახარჯულ 200 ლარზე 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, ყოველ დახარჯულ 50 ლარზე 1 გათამაშების ბილეთი და შანსი მოიგოთ: 5000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, 1000 ლარიანი ხელფასი 1 წლის მანძილზე, მოგზაურობა პარიზში 2 პერსონაზე, Toyota C-HR.

IMG

მხოლოდ 14-16 დეკემბერს!

მხოლოდ 14-16 დეკემბერს! ისი-პარი აგრძელებს განსაკუთრებული შეთავაზებების სერიას და გთავაზობთ 30% ფასდაკლებას რჩეულ ბრენდებზე: BURBERRY, CAROLINA HERRERA, Cartier, GUCCI, MARC JACOBS, არ დაგავიწყდეთ, რომ 15 იანვრის ჩათვლით 20-40% ფასდაკლება მოქმედებს სრულ ასორტიმენტზე მთელს ქსელში.

CLOSE

სიახლეები

IMG

კანის დიაგნოსტიკა "ისი-პარი"-ში

ვრცლად
IMG

Calvin Klein Women

ვრცლად
IMG

განახლებული ფილიალი ქუთაისში

ვრცლად
CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2 20 17 17
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Triacneal

AVENE

Triacneal

სახის ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლის საშუალება მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის - 30მლ;  ტრიაკნეალის ფორმულა სპეციალურად შემუშავებულია აკნეს დროს არსებული გამონყარის, კომედონების და შავი წერტილების საწინააღმდეგოდ. ის შეიცავს სამ ძირითად ინგრედიენტს: ეფექტიოზა (დაპატენტებული ფორმულა პიერ ფაბრის ლაბორტორიის მიერ) მიზანმიმართულად მოქმედებს ანთების მედიატორებზე, რომლებიც იწვევს მწვავე გამონაყარს. რეტინალდეჰიდი (0,1%), ებრძვის კერატინიზაციის(გარქოვანების) ანომალიებს. ხელს უშლის ჭარბი ცხიმის დაგროვებას და ფერიმჭამელების გაჩენას. გლიკოლის მჟავა (6%) ხელს უწყობს გარქოვანებული ეპითელური  უჯრედების მოცილებას. ავენის თერმული წყალი უზრუნველყოფს გაღიზიანებული კანის დამშვიდებას და სიწითლის შემცირებას. კრემის გამოყენებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ, გამონაყარი ბევრად მცირდება, ხოლო ნაწიბურები ხდება გლუვი. კანი ხდება სუფთა და ნათელი. არის ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური. არ შეიცავს პარაბენს. გამოყენება: წაისვით სუფთა და მშრალ კანზე საღამოს ქლინანს გელით დაბანის შემდეგ გამონაყარის, კომედონების და კანის დაზიანებული უბნების მიდამოებში. . პირველი გამოყენების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ წვა და აქერცვლა. ამ შემთხვევაში შეაჩერეთ და 2-3 დღის შემდეგ განაახლეთ მისი გამოყენება. არ გამოიყენება შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში.