ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

Good Girl

CAROLINA HERRERA წარმოგიდგენთ მორიგ საოცრებას. პირველად საქართველოში მიმზიდველი, თავბრუდამხვევი, სექსუალური, მომხიბვლელი, განსაკუთრებული და ერთადერთი საკუთარი მამაკაცისთვის, და ძლიერი ქალბატონის არომატის - „GOOD GIRL“_ის საკოლექციო ვერსია. ეს არის ბრენდის კომპლიმენტი, ქალბატონებისთვის, რომლებიც არიან და განუმეორებლები თავდაჯერებულები, ძლიერები და დამოუკიდებლები. სუნამოს ფლაკონის დიზაინი სწორედ ასეთ ქალბატონს გამოხატავს, სვაროვსკის თვლებით მორთული, კაშკაშა და მიმზიდველი, დახვეწილი და ექსკლუზიური. ეს სუნამო ერთადერთია საქართველოში და ექსკლუზიურად წარმოდგენილია მხოლოდ „ისი-პარი“_ს აღმაშენებლის 114 ნომერში მდებარე მაღაზიაში. „ჩააცვით ქალბატონს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ის დაიპყრობს სამყაროს.“ # ITS GOOD TO BE BAD

IMG

L' Oreal

23 ივნისი მორიგი დღესასწაული “ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში! მხოლოდ 23 ივნისს მხოლოდ „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში მსოფლიო ბრენდებზე : LANCOME; YSL; GIORGIO ARMANI ; BIOTHERM -30 % ფასდაკლებაა. ხოლო შენაძენზე მიიღებთ კომპლიმენტს ბრენდებისგან. შეიძინეთ თქვენი საოცნებო პროდუქტი დიდი ფასდაკლებით „ისი-პარიში“ 23 ივნისს !

1 2
CLOSE

სიახლეები

CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2201716
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

XeraCalm AD Huile lavante relipidante

AVENE

XeraCalm AD Huile lavante relipidante

ლიპიდების შემცველი გამწმენდი (დასაბანი) ზეთი ატოპიური დერმატიტის და ქავილის დროს - 400მლ; ქსერა ქალმის ზეთის ფორმულა შეიქმნა მინიმალური ინგრედიენტების გამოყენებით. ძალიან ნაზი საპნის გარეშე გამწმენდი ბაზა ასუფთავებს კანს და იცავს მას გამოშრობისგან. I-modulia აცხრობს სიმშრალით გამოწვეული ქავილის შეგრძნებას და ამშვიდებს კანის ჰიპერრეაქტიულობით გამოწვეულ სიწითლეს და გაღიზიანებას. CER OMEGA  -კანის ლიპიდების მსგავსი ლიპიდი - კვებავს, აღადგენს და ამაგრებს კანის დამცავ ჰიდროლიპიდურ გარსს. შედეგად კანი ხდება უფრო გამძლე გარემოს აგრესიული პირობების მიმართ. ავენის თერმული წყალი - თავისი დამამშვიდებელი და გაიზიანების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ამცირებს კანზე დისკომფორტის შეგრძნებას და ანაზებს მას. არ შეიცავს პარფიუმს, ალკოჰოლს და მღებავ ნივთიერებებს. შედეგად კანს აქვს კომფორტის შეგრძნება, დამშვიდებული და მთლიანად დაცული. აცხრობს ქავილის შეგრძნებას არის ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური. გამოყენება: გადმოიტანეთ ზეთი სველ ხელზე და ნაზად წაისვით სხეულზე და სახეზე, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. არ გამოიყენოთ უხეში ღრუბელი. აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ წაისვით ქსერა ქალმის კრემი ან ბალზამი.