ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

Bourjois

აქციები არ წყდება "ისი-პარი"_ში❕ ეზიარეთ ზაფხულის ნეტარებას, გახდით უფრო მიმზიდველი და დახვეწილი . ბრენდი მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებელს. შეიძინე BOURJOIS ხარისხიანი და მრავალფეროვნი პროდუქცია (60 ლარიდან ზემოთ) და აირჩიეთ საჩუქარი . ისი პარი -თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო!

IMG

Pupa

ქალბატონებისთვის ლამაზი და მოვლილი ფრჩხილები უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენს . სწორედ ამიტომ ისი-პარი კვლავაც ახალ აქციას გთავაზობთ . შეიძინეთ PUPA_ს ნებისმიერი ლაქი და მიიღეთ დამატებით საჩუქარი.

CLOSE

სიახლეები

CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2201716
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE
img

Stimuloval

JEANNE PIAUBERT

Stimuloval

სახისა და კისრის მასტიმულირებელი მასაჟორი, რომელიც საშუალებას მოგცემთ უკეთ იგრძნოთ თავი მთელი დღის მანძილზე. ამგვარი მასაჟის შემდეგ უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რაც აადვილებს მკვებავი ელემენტებისა და ჟანგბადის შეღწევას კანში და ებრძვის ნაადრევ სიბერეს.  - იგი ადვილად გამოსაყენებადია. - ეფექტური მასაჟის მისაღწევად, არ უნდა იჩქაროთ. მასაჟი უნდა გაკეთდეს მშვიდად, თანაბარ რიტმში და ძალდაუტანებლად.- უფრო ჰიგიენური იქნება თუ ყოველი გამოყენების შემდეგ STIMULOVAL-ი გაირეცხება     საპნით და თბილი წყლით.გამოყენების წესი: სახისა და კისრის გასუფთავების შემდეგ გაიკეთეთ მასაჟი შუბლზე, ლოყებსა და ყელზე, თითოეული მიმართულებით 10-10 ჯერ. შემდეგ წაისვით რეგულარული კრემი.