ისი პარის (შპს პრესტიჟი, ს/ნ 205038252) პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში
მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის დაბრუნების და შეცვლის წესი
მომხმარებელი უფლებამოსილია უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ან ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში, ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. მითითებული 14 დღიანი ვადა აითვლება: (1) მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან; (2) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან; (3) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
თუ მომხმარებელი უკან დააბრუნებს შეძენილ პროდუქტს, იგი ვალდებულია წარმოდგინოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
მომხმარებელი მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.
• მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ: (1) კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას; (2) მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა მომხმარებლის მიერ და ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო (ჰერმეტულობის დარღვევაში იგულისხმობა პროდუქტის შეფუთვის მთლიანობის დარღვევაც). • საქონლის დაბრუნების სურვილის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გამოაგზავნოს შევსებული ფორმა ელ. ფოსტაზე .....online@prestige.ge. ან/და წარმოადგინოს ან გამოაგზავნოს მისამართზე:.......თბილისი, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა 17ა...., სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია:
ა. მოვაჭრის სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი ბ. შეკვეთის თარიღი გ. შეკვეთის მიღების თარიღი დ. მომხმარებლის სახელი ე. მომხმარებლის მისამართი ვ. მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული) ზ. ფორმის შევსების თარიღი აღნიშნული ფორმის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება დაუყოვნებლივ, ხანგამძლე მატარებელზე (ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვასა და უცვლელ რეპროდუცირებას ამ ინფორმაციის გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში).
• ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები:• ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს დაუბრუნებს სრულად მის მიერ გადახდილ თანხას ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, თუ მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონელი დაბრუნებულია შეტყობინების გაგზავნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ შეძენილი საქონელი მომხმარებლის მიერ არ არის დაბრუნებული, მომხმარებელს თანხა უკან არ დაუბრუნდება. • კოპანია ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან. • საქონლის დაბრუნების ხარჯს იხდის თავად მომხმარებელი.
• მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელს გააჩნია შემდეგი უფლება და ეკისრება შემდეგი ვალდებულება : • დაუბრუნოს ისი პარს საქონელი უარის თქმის შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში, ამასთან, საქონელი არ უნდა იყოს გახსნილი ან დაზიანებული; • გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი; • ნაკლის მქონე საქონლის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს უფლება კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. საქონლის შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებაა და მას შეუძლია კომპანიას მოსთხოვოს საქონლის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. • მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას საქონელზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა;• ნაკლის მქონე პროდუქციაზე ნაკლის აღმოფხვრა ან შეცვლა/უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება მომხმარებელს აქვს ნაკლის მქონე საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის ვადაში.
მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის დაბრუნების და შეცვლის წესი შესაბამისია მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების.