„ისი პარი“ საქართველოს პარფიუმერიულ და კოსმეტიკურ ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს და დღემდე ინარჩუნებს ინდუსტრიის ლიდერის პოზიციას. ბრენდის მთავარი პრიორიტეტი უმაღლესი ხარისხი, ორიგინალურობა და მრავალფეროვნებაა.

დღესდღეობით „ისი პარის“ ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტ თანამედროვე ფილიალს მოიცავს, სადაც წარმოდგენილია 90-ზე მეტი მსოფლიო ბრენდი  Chanel, Hermès, Sisley, Shiseido, YSL, Lancôme, Gucci, Versace და სხვა. საერთაშორისო პარფიუმერული სიახლეები „ისი პარის“ დახლებზე მსოფლიო პრემიერების პარალელურად ჩნდება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყოველთვის აჰყვეს სილამაზის გლობალურ რიტმს. ქსელში ჰარმონიულად არის შეხამებული როგორც ექსკლუზიური ლუქს-სეგმენტი, ასევე ხელმისაწვდომი ლაიფსთაილ პროდუქცია.